21 მარ - 19 აპრ
ბუღალტრის დამხმარე
თბილისი, დიღმის მასივი, ე.ბოცვაძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვინ ვართ ჩვენ?
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.pragma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: მთავარი ბუღალტერი
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 21/04/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ბუღალტრული ოპერაციების/აღრიცხვის წარმოება .

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების და შედარებების დროული შესრულება;
  • ნაშთების შემოწმება, გასწორება და მმართველობით ანგარიშებთან შედარება;
  • ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (საგადასახადო აღრიცხვა);
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • Სასურველია ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C და RS.Ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე,
  • ანაზღაურების დიაპაზონი : 1200 – 1500 ლარი (NET) კვალიფიკაციის შესაბამისად
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ლანჩით უზრუნველყოფა
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
  • კორპორატიული ნომერი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად


დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა , ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 169
უნიკალური ნახვები 163