25 მარ - 23 აპრ
პალიატიური მზრუნველობის ცენტრის სანიტარი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პალიატიური მზრუნველობის ცენტრის სანიტრის პოზიციაზე.

მორიგეობის გრაფიკი-16 სთ/24 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ძირითადი მოვალეობები:
  • სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა/მართვა;
  • ნივთების და დასაქმებულების სამუშაო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების დაცვა;
  • სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ხარჯთეფექტური მართვა;
  • პასუხისმგებელია მარაგების კონტროლზე და სისუფთავის მონიტორინგზე;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • დისციპლინირებული,
  • პასუხისმგებლობიანი,
  • შრომისმოყვარე,
  • კეთილსინდისიერი,
  • გუნდური პრინციპით მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და განყოფილების დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დასუფთავება
სანიტარული წმენდა
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7