25 მარ - 06 აპრ
ER გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექთანი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • 1875
  • პროფესიული კოლეჯი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ER გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
ანაზღაურება: 1875 ლარი (დარიცხული) საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა,რომელიც საათობრივად განისაზღვრება 7 ლარის ოდენობით (დარიცხული )

ძირითადი მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული ექთნების საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი;
  • საკუთარი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევა კლინიკაში განთავსებულ პაციენტებისთვის;
  • რეგულარული შემოვლის გზით აკონტროლოს კლინიკაში არსებული სანიტარული მდგომარეობა და პაციენტთა სისუფთავე;
  • პასუხისმგებელია სამედიცინო მოხმარების საგნების მოვლა-პატრონობაზე;
  • განახორციელოს დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო მედიკამენტების, სახარჯი მასალის, ერთჯერადი მოვლის საშუალებების, სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების, სასტერილიზაციო ხსნარების გამოწერა- კლინიკის აფთიაქიდან და მარაგების შევსება.
  • განაახორციელოს,მედიკამენტების გაცემა-შენახვა და მედიკამენტების ბრუნვის აღრიცხვა. ასევე გაუწიოს კონტროლი მათ მიზნობრივ ხარჯვას ექიმის დანიშნულების მართლზომიერ შესრულებას და აკონტროლოს მიუდმივად ნაშთები.
  • ყოველდღიურად პაციენტების მკურნალობისათვის გახარჯული მედიკამენტებისა და ერთჯერადი მასალის დანახარჯის აღწერისათვის განკუთვნილი ფურცლის (ხარჯის ფურცელი) გადამოწმება, შედარება დანიშნულების ფურცელთან (როგორც ამობეჭდილ, ასევე პროგრამულ ვერსიასთან) , სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ჟურნალთან.
  • ექთნების უწყვეტი განათლებისათვის სხვადასხვა სახის ახალი ინფორმაციების, პროტოკოლების და გაიდლაინების მოძიება და მიწოდება დეპარტამენტის ექთნებისათვის;
  • ყოველი წლის ბოლოს კლინიკის მიერ გამოცხადებული ტენდერებისათვის საჭირო ჩამონათვალის (მედიკამენტების, ერთჯერადი მასალის სპეციალური ცხრილები საჭირო რაოდენობების მითითებით EXCEL -ის ფორმატში) მომზადება და შესყიდვების სამსახურისათვის მიწოდება. ასევე გადაუდებელი შესყიდვებისათვის აფთიაქისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ერთჯერადი მასალის სიის მიწოდება.
  • ექთნების ყოველთვიური სამუშაო გრაფიკის დაწერა და მიწოდება კადრების სამსახურისათვის
  • გასული თვის ექთნების მუშაობის ტაბელის გამზადება შესრულებული სამუშაოს მიხედვით და მიწოდება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისათვის.
  • ხელმძღვანოლობის მიერ ,კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, დარგი/სპეციალობა -საექთნო საქმე - პრაქტიკოსი ექთანი (დიპლომი).
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი) - საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი(დიპლომი).
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა – მედიცინა (სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი) -დიპლომირებული მედიკოსი;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი საექთნო მიმარულთებით.
  • სავალდებულოა პოსტდიპლომური უწვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.(სერტიფიკატის ვალიდურობა გაცემიდან 2 წელი).

პიროვნული თვისებები:
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპეტენტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@respublikuri.ge სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა
და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკნასიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 5 აპრილი.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 31
უნიკალური ნახვები 31
მსგავსი განცხადებები