25 მარ - 24 აპრ
მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე (ფრესკო, უნივერსამის ქსელი)

ფუნქცია/მოვალეობები:
  • ქსელურ სუპერმაკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი;
  • ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (10:00-18:00);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი: 250-400);
  • ტრანსპორტის ხარჯის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.


მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 58
უნიკალური ნახვები 54