26 მარ - 09 აპრ
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
სასტუმრო "Hotel West" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
  • ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელფოსტით;
  • ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე;
  • სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი;
  • სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: ორი ღამე მუშაობთ, ოთხი ღამე ისვენებთ;
  • სამუშაო საათები: 18:00-09:00;

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hotelwest.ge.

გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 38