28 მარ - 26 აპრ
ვაიზერი
თბილისი, ფონიჭალა
  • სრული განაკვეთი
  • 2000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;
  • გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;
  • პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
  • ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა;
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის სწორ ადგილზე განლაგება მერჩენდაიზერთან კონტაქტით და მაღაზიასთან მოლაპარაკებით;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • მასზე ზემდგომი ადამიანების დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა;
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი);
ანაზღაურება: 2000 (+ ბონუსი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გაყიდვები
სუპერვაიზერი
ნახვები 50
უნიკალური ნახვები 48