28 მარ - 26 აპრ
წარმოების მენეჯერი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე ოზურგეთის საწარმოში.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი);
  • სამუშაო ადგილი: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;
  • ანაზღაურება: 1500-დან(ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ), კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • წარმოების აღრიცხვა (ტექნიკური და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით);
  • მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვადასხვა(პოზიციასთან დაკავშირებული) დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად, საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 30