შემდეგი
28 მარ - 26 აპრ
ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gourmandacademy1@gmail.com
გურმან აკადემია პრემიუმ სარესტორნე ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
- საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი;
- სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი; შედარებების განხორციელება, აქტების მომზადება და დაარქივება.
- საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
- სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნას;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.
- საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- გასაუბრება დირექტორთან
უპირატესობა მიენიჭება კვების პროდუქტების წარმოებაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gourmandacademy1@gmail.com გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 125
უნიკალური ნახვები 120