08 აპრ - 08 მაი
სტანდარტი
ოფის-მენეჯერი/ჰიბრიდული
თბილისი, საბურთალო, ბ.კვერნაძის ქ.
  • მოქნილი გრაფიკი
  • 600 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავების კომპანია Sakura Properties, რომელსაც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავი ქონება აქვს და მუშაობს ამერიკული მოდელით, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ ოფისის მენეჯერს.

მოვალეობები:
  • ზარებზე პასუხი და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • უძრავი ქონების ბაზების შექმნა (ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას)
  • კომპანიაში მომუშავე გაყიდვების სპეციალისტებთან კომუნიკაცია და მათთვის სხვადასხვა უძრავ ქონებაზე ინფორმაციის მიწოდება
  • ონლაინ პორტალებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიება და განთავსება
  • ქონებების მუდმივი მონიტორინგი
  • კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:
  • კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით მაღალი კლასის უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
  • ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ უძრავი ქონების სხვადასხვა მიმართულების მუშაობის პრინციპი (ჩვენ გასწავლით)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
  • ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად, თუმცა არ არის სავალდებულო

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:
  • სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
  • თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
  • კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
  • მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
  • ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი (ბონუსი ჯამურად ყოველთვიურად საშუალოდ 900 - 1300 ლარამდე)
  • ტრანსპორტი: ულიმიტო აბონიმენტი

ჩვენი ინსტაგრამი: https://www.instagram.com/sakura.properties/

სამუშაო გრაფიკი:
ჰიბრიდული 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან.
დასვენების დღე კვირაში 2 დღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-18.00, ან 11:00- 19:00 (თქვენ ირჩევთ)

ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: a.nemsadze@sakura.ge
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 664
უნიკალური ნახვები 608