11 აპრ - 24 აპრ
სტარტი
პროდუქტის მფლობელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე ქ.თბილისში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი;
ძირითადი ფუნქციები:
- ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული ხედვების, ინიციატივების და მიზნებისთვის შესაბამისი გზების შემუშავება და მათი განხორციელების სტრატეგიის განსაზღვრა;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან მიღებული მოთხოვნებისა და ამოცანების ანალიზი, სტეკჰოლდერების მოლოდინების მართვა, მიგნებებისა და შედეგების შესახებ მუდმივი კომუნიკაცია;
- ბიზნეს ამოცანების საფუძველზე მონაცემთა ანალიზის გუნდის დავალებების განსაზღვრა და მართვა კონკრეტულ პროექტებში;
- მონაცემების მართვასა და ანალიზთან დაკავშირებული დავალებების დოკუმენტირება, backlog-ის წარმოება და მათი პრიორიტეტიზაცია;
- პროდუქტის წარმატების ინდიკატორების (KPIs) დადგენა, ამოცანებისთვის ჩაბარების კრიტერიუმების განსაზღვრა და ვალიდაცია;
- ბიზნეს მოთხოვნების კონკრეტულ ტექნიკურ დავალებად გარდაქმნა მონაცემთა მეცნიერებისთვის და ინჟინრებისთვის (user stories);
- ანალიტიკური პროდუქტების დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა;
- მონაცემთა ხარისხის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- უახლესი ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა, მათი შემდგომი დანერგვისა და ეფექტური გამოყენების მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში შექმნილი პროდუქტის გზამკვლევის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- BI ინსტრუმენტების და მონაცემთა სტრუქტურის ზოგადი ცოდნა (Power BI, SQL)
- კოდის ვერსიის კონტროლის (git) ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
- სტატისტიკური ანალიზისა და მოდელირების მეთოდების ცოდნა (მაგალითად: აღწერითი სტატისტიკა, განაწილებები, სანდოობის ინტერვალი, ჰიპოთეზის ტესტირება, რეგრესიის მოდელები…)
- MS excel (Pivot tables, DAX, power query)
- ინგლისური ენის ცოდნა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 აპრილი. 2025 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT პროექტების მენეჯმენტი
ნახვები 161
უნიკალური ნახვები 158