09 ივნ - 08 ივლრედაქტირებულია - 09 ივნ
საწყობის მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები პერსონალის დაკომპლექტება და რეკრუტირება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000 - 2500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    კორპორატიული სერვისები პერსონალის დაკომპლექტება და რეკრუტირება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია HR4 Business დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საწყობის მენეჯერის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი, დიღომი
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება
  • სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით
  • საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
  • შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
  • მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
  • გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
  • საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
  • საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა
  • ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
  • პირისპირ გასაუბრება უშულოდ დამსაქმებელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები