29 ივნ - 28 ივლრედაქტირებულია - 29 ივნ
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
გიწვევთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და დაიკავოთ სასტუმროების მთავარი ბუღალტრის პოზიცია.

Gino Seaside Tbilisi Trademark Collection By Wyndham
Idea Collection by Gino Hotels


ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის მართვა
  • ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა IFRS სტანდარტებისა და საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ბანკის ოპერაციების აღრიცხვა და ნაშთების სისწორის კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა, ნაშთების სისწორის კონტროლი;
  • საწარმოო და არასაწარმოო მარაგების აღრიცხვა, ჩამოწერების კონტროლი და ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და ცვეთის დარიცხვა;
  • მიღებული/გაცემული სესხების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
  • სესხებთან დაკავშირებული მისაღები/გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა;
  • ხელფასების გაანგარიშება, აღრიცხვა და კონტროლი;
  • მილინებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • კაპიტალის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისთვის საჭირო ყველა პირველადი დოკუმენტის სისრულის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიერ გაცემული და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გადამოწმება, დადასტურება და საბუღალტრო პროგრამაში დროული და სწორი ასახვა. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;
  • ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ შიდა პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ფინანსური დირეტორის ინფორმირება, გამოსწორების ღონისძიებების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • ORIS 7 საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვის წარმოება, კონტროლი და პროგრამის ადმინისტრირება, მათ შორის, განახლებებისა და დანერგვითი პროცესების მხარდაჭერა.

საგადასახადო აღრიცხვა და შესაბამისობა
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სიზუსტის უზრუნველყოფა და დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • RS.ge პლატფორმის სრულად მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის შეტყობინებების, წერილების და განცხადებების დამუშავება;
  • საგადასახადო და ბუღალტრული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ღონისძიებების შემუშავება;

პერიოდის დახურვა და ფინანსური ანგარიშგება
  • ბრუნვითი უწყისის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
  • თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესების სრულყოფილი შესრულება;
  • SARAS-ზე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;

დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
  • დაქვემდებარებული დამხმარე ბუღალტერის და ქოსთ კონტროლერის მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი და დადასტურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამებთან და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (Oris 7, RS.ge, Excel და სხვა);
  • აუდიტორულ და საგადასახადო შემოწმებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური

მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები