დღეს - 31 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე რძის პროდუქტების საწარმოში (თბილისი, ფონიჭალა).
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს უზრუნველყოფა ენერგორესურსებით (ელექტროენერგია, წყალი, გაზი)
- ენერგოსისტემების ტექნიკური მომსახურება (ტრანსფორმატორული ქვესადგური, საქვაბე, წყლის დამუშავების სისტემა)
- საწარმოს ელექტრო-ტექნიკური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება
- ენერგომოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება
- ახალი დანადგარების მონტაჟში და ამუშავებაში მონაწილეობა
- ენერგოეფექტურობის პროექტების ინიციირება, შემუშავება და დანერგვა, რაც მიზნად ისახავს მოხმარების შემცირებას და ხარჯების ოპტიმიზაციას
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება საწარმოო/მრეწველობის სფეროში, სასურველია საკვები პროდუქტების წარმოება
- საშუალო და მაღალი წნევის კომპრესორების, ორთქლის ქვაბების ექსპლუატაციის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
- 1000 ვოლტზე მაღალი სიმძლავრის ტრანსფორმატორული ქვესადგურების ექსპლუატაციის ცოდნა და გამოცდილება
- ენერგოეფექტურობის პროექტების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება
- წყლის დამუშავების (water treatment) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (სქემები, ნახაზები)
- პერსონალის მართვის გამოცდილება
- ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური ენა B2+ დონეზე
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 30 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
