დღეს - 09 ივლ
პრეტენზიების განხილვის სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა პრეტენზიების მართვა, პრეტენზიების შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    დაზღვევა პრეტენზიების მართვა, პრეტენზიების შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს პრეტენზიების განხილვის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,
საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკური, საფინანსო ან იურიდიული მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ფლობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
  • იღებს, აღრიცხავს და ამუშავებს საპენსიო ფონდის მიმართ შემოსულ საჩვრებს/განცხადებებს.
  • ამზადებს და აგზავნის მოთხოვნებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისაღებად.
  • უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და საქმის მასალების ფორმირებას.
  • ამზადებს პასუხების, წერილების, ცნობებისა და სხვა სამსახურებრივი დოკუმენტების პროექტებს.
  • უზრუნველყოფს საჩივრების/განცხადებების რეესტრის წარმოებასა და შესაბამისი მონაცემების განახლებას.
  • მონაწილეობს ანგარიშებისა და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებაში.
  • ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 07 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის

მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
დაზღვევა
პრეტენზიების მართვა,
პრეტენზიების შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები