დღეს - 02 აგვ
მექანიკოსი / საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / გაყიდვების კონსულტანტი
ქუთაისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა ინჟინერია მექანიკური ინჟინერია ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საავტომობილო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
    ინჟინერია მექანიკური ინჟინერია
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება საავტომობილო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისის ფილიალში!
სამუშაო ადგილი: ქუთაისის ფილიალი.
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა;
  • ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა;
  • ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა;
  • ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა.

საწყობის აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება;
  • მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა;
  • შემოსული შეკვეთების აღრიცხვა;
  • დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
  • წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
  • კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
  • ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
  • სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები