07 ივლ - 05 აგვ
სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სს „ვიანი“- ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (ისანი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • ელექტრონულ პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და ქაღალდმატარებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი მონაცემების შედარება/გადამოწმება;
  • სამედიცინო ისტორიების, ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფისა და სისწორის კონტროლი;
  • ხარვეზების, შეუსაბამობებისა და ნაკლული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება;
  • საჭირო ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტაციის სრულყოფა შესაბამის ექიმებთან და განყოფილებებთან კოორდინაციით;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის კორესპონდენციის მართვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად;
  • სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი;
  • სამედიცინო შემთხვევების შეფასება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
  • დადგენილი ვადებისა და რეგულაციების დაცვით დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ხარისხობრივ ხარვეზებზე რეაგირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
  • სამედიცინო პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია დოკუმენტაციის სრულყოფისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“);
  • თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას;
  • „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
  • „Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები