08 ივლ - 06 აგვ
ადმინისტრატორი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, კვარიათი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 07 53 07

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ფრონტ ოფისის ოპერაციები ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ფრონტ ოფისის ოპერაციები
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
აპარტ-სასტუმრო „პარალელი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

თუ გაქვთ სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ აპარტ-სასტუმროში, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები
  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out);
  • სატელეფონო ზარებსა და ონლაინ შეტყობინებებზე ოპერატიული პასუხის გაცემა;
  • ჯავშნების მიღება, მართვა და კოორდინაცია;
  • Booking.com-ის, Airbnb-ისა და Beds24-ის სისტემებთან მუშაობა;
  • სტუმრების ანგარიშსწორება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი კომფორტული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • აპარტამენტების მზადყოფნის, სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • დამლაგებლის მუშაობის კოორდინაცია და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • დამოუკიდებლად და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Beds24-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ
  • თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გრაფიკს: 10:00–19:00 (1-საათიანი შესვენებით);
  • სამუშაო კვირას: 6 სამუშაო დღე;
  • სამუშაო ადგილს: კვარიათი;
  • ანაზღაურებას: 1500 ლარი;
  • 1-თვიან გამოსაცდელ ვადას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

დამატებითი ინფორმაცია
ასევე განიხილება სასტუმროს მართვისა და მენეჯმენტის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კანდიდატურები.

განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: Tel/WhatsApp: +995 595 07 53 07
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები