09 ივლ - 07 აგვ
საწყობისა და სამეურნეო თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც ‘’მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის’’ სახელითაა ცნობილი.
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი ‘’მედ 11’’, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
‘’მედიქალ ვორლდის’’ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

“მედიქალ ვორლდი” აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და სამეურნეო თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება : შეთანხმებით 1200 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება, დაცლა და საწყობში განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითებისა და საწყობში არსებული დასაწყობების პოლიტიკის გათვალისწინებით;
  • მასალების გაცემის და მიღების პროცედურის დაცვა;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველი);
  • MS Office, MS Excel ცოდნა
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე(ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე https://mworld.ge, ასევე ფბ-გვერდზე: https://www.facebook.com/mworld.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები