დღეს - 12 აგვ
სტანდარტი
ზეინკალი-შემკეთებელი
თბილისი, ლილო, ევგენი აფხაზავას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t80093989@gmail.com
ტელეფონი: +995 591260545
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
სანტექნიკის მონტაჟი და შეკეთება, ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,რუსული
თბილისის რძის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას ზეინკალი-შემკეთებელის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ხელზე 2000₾
სამუშაოს აღწერა:
- საწარმოო დანადგარების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისას ზეინკალური სამუშაოების შესრულება: მექანიზმების დაშლა, აწყობა, რეგულირება, მორგება და საბოლოო დამუშავება.
- მარტივი დეტალებისა და კვანძების დამზადება ნახაზების მიხედვით: ბუჩქები, შპილკები, ფლანცები, სამაგრები, გადამყვანები (ტოკარულ, ფრეზერულ და საბურღ დანადგარებზე მუშაობა).
- ტუმბოებში, სარქველებსა და რედუქტორებში დალუქვის ელემენტების, მანჟეტებისა და სალნიკების შეცვლა, საკისრების ჩაპრესვა.
- ლითონის კონსტრუქციების ჭრა, მოხრა და შედუღება; კონვეიერების, ტრანსპორტიორებისა და ამწე მექანიზმების შეკეთება.
- გეგმიური დათვალიერებების ჩატარება, ხახუნის კვანძების შეზეთვა და სახარჯი მასალების შეცვლა.
- ხელის ინსტრუმენტებისა და მცირე დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
- მექანიკოსებისა და ელექტრიკოსების დახმარება კომპლექსური სარემონტო სამუშაოების დროს.
- ტექნოლოგიური დისციპლინის, სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო სპეციალური (ზეინკალი, მექანიკოსი, ლითონების დამუშავება) ან პროფესიული ტექნიკური განათლება.
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ზეინკალ-შემკეთებლად საწარმოში; კვების მრეწველობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- უნივერსალურ ტოკარულ, ფრეზერულ და საბურღ დანადგარებზე მუშაობის გამოცდილება.
- ზეინკალური ოპერაციების შესრულების უნარი: გაშლა, ხრახნის ჭრა და მორგება. ელექტროშედუღების (MMA, TIG) და გაზით ჭრის საბაზისო უნარები.
- მარტივი ტექნიკური ნახაზების, ესკიზებისა და აღწერების წაკითხვის უნარი. ლითონების, საკისრების, დალუქვისა და საპოხი მასალების თვისებების ცოდნა. პასუხისმგებლობა, სიზუსტე და გუნდში მუშაობის უნარი.
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა, არასასიამოვნო პოზიციებში მუშაობისა და 20 კგ-მდე ტვირთის აწევის შესაძლებლობა.
- ქართული და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- მუშაობა ქარხნის საწარმოო საამქროსა და სახელოსნოში.
- კომპანია უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სდს) სრული კომპლექტით.
- კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა (შედუღებისა და ტოკარული სამუშაოების კურსები).
- სოციალური პაკეტი – ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: t80093989@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591260545
შეკეთება / მონტაჟი
სანტექნიკის მონტაჟი და შეკეთება,
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
