შემდეგი
დღეს - 14 აგვ
დაგეგმარების მენეჯერი
თბილისი, ფონიჭალა, მარნეულის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@embawood.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ავეჯი, ავეჯი და სახლის ნივთები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: რუსული
შპს „ემბავუდ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო გრაფიკი:
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე hr@embawood.ge-ზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
ემბავუდ ჯორჯია – გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
ძირითადი მოვალეობები:
- სასაწყობო პროცესების კონტროლი (მიღება, დასაწყობება, გაცემა);
- მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
- საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
- გაყიდვების დეპარტამენტიდან დადასტურებული შეკვეთების მიღება და მათი წარმოებისთვის მომზადება.
- შეკვეთებთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების და წარმოებისთვის საჭირო ინფორმაციის სისრულისა და სისწორის შემოწმება.
- თითოეული შეკვეთისთვის საწარმოო დავალების მომზადება და შესაბამის საწარმოო უბნებზე გადაცემა.
- წარმოების დაწყებამდე შეკვეთისთვის საჭირო მასალების, ფურნიტურის, აქსესუარებისა და სხვა კომპონენტების მარაგის შემოწმება.
- მასალების დეფიციტის გამოვლენის შემთხვევაში შესყიდვების, საწყობისა და სხვა შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება და დეფიციტის აღმოსაფხვრელად კოორდინაციის უზრუნველყოფა.
- წარმოების პრიორიტეტების შესაბამისად შეკვეთების შესრულების რიგითობის განსაზღვრა.
- საწარმოო უბნების დატვირთვის გათვალისწინებით შეკვეთების წარმოებაში გაშვების დაგეგმვა.
- წარმოებაში გადაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და გეგმის შესაბამისად შესრულების კონტროლი.
- დაგეგმვაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ წარმოების, გაყიდვებისა და სხვა შესაბამისი დეპარტამენტების დროული ინფორმირება.
- წარმოების პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგების მომზადება.
- წარმოების გეგმის შეფერხების მიზეზების იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება.
- ERP სისტემაში ან კომპანიაში გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთებისა და დაგეგმვის მონაცემების სწორად შეტანა, განახლება და კონტროლი.
- კომპანიის შიდა პროცედურების, ხარისხის სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული უნარები;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასურველია სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- უფასო სადილს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი
- 08:00-17:00
- 2 დღე დასვენება
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე hr@embawood.ge-ზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
ემბავუდ ჯორჯია – გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები