შემდეგი
17 ივლ - 21 ივლ
პრეტენზიების განხილვის სამსახურის უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pensions.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
პრეტენზიების მართვა, პრეტენზიების შეფასება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):დაზღვევა
პრეტენზიების მართვა, პრეტენზიების შეფასება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს პრეტენზიების განხილვის სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,
საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება ან სამართალმცოდნეობა;
- საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
- "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლისა კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ფლობის უნარი;
- სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენას.
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- ხელმძღვანელობს პრეტენზიების განხილვის სამსახურის საქმიანობას და უზრუნველყოფს სამსახურის ფუნქციების ეფექტიან განხორციელებას;
- ანაწილებს დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას და აკონტროლებს შესრულების ხარისხსა და ვადების დაცვას;
- უზრუნველყოფს საჩივრების/განცხადებების განხილვის პროცესის ორგანიზებას, მათ შორის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და საკითხების სრულყოფილად შესწავლის კოორდინაციას;
- განიხილავს თანამშრომლების მიერ მომზადებულ დასკვნებსა და გადაწყვეტილებების პროექტებს;
- უზრუნველყოფს პრეტენზიების განხილვის სამსახურის შიდა პროცედურების პრაქტიკაში ეფექტიან დანერგვას და მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას;
- უზრუნველყოფს საჩივრების/განცხადებების აღრიცხვის პროცესის ზედამხედველობას და ანგარიშგებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადების კოორდინაციას;
- თანამშრომლობს საპენსიო ფონდის სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
- ასრულებს სხვა დავალებებს რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 05 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
დაზღვევა
პრეტენზიების მართვა,
პრეტენზიების შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები