20 ივლ - 19 აგვ
შესყიდვების სპეციალისტი
ბათუმი, ხიმშიაშვილის უბანი, ჟ. შარტავას ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი, მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, ელექტრონული შესყიდვების სისტემების დანერგვა, გლობალური სორსინგი, შესყიდვის შეკვეთის მენეჯმენტი, შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია, შესყიდვის მოლაპარაკების ტექნიკა, მოთხოვნის პროგნოზირება და დაგეგმვა, ბაზრის დაზვერვა და ანალიზი შესყიდვისთვის, შესყიდვების ბიუჯეტის მართვა, შესყიდვების რისკის მართვა, შესყიდვების ტექნოლოგიების დანერგვა და ინტეგრაცია, სწრაფი შესყიდვების ციკლები
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი, მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, ელექტრონული შესყიდვების სისტემების დანერგვა, გლობალური სორსინგი, შესყიდვის შეკვეთის მენეჯმენტი, შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია, შესყიდვის მოლაპარაკების ტექნიკა, მოთხოვნის პროგნოზირება და დაგეგმვა, ბაზრის დაზვერვა და ანალიზი შესყიდვისთვის, შესყიდვების ბიუჯეტის მართვა, შესყიდვების რისკის მართვა, შესყიდვების ტექნოლოგიების დანერგვა და ინტეგრაცია, სწრაფი შესყიდვების ციკლები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
პრემიუმ მეტროპოლ ინკ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამშენებლო პროექტებისთვის შესყიდვებისა და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტიან მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის სრული მართვა;
  • მომწოდებლების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
  • კომერციული შეთავაზებების მიღება, ანალიზი და ფასებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
  • შესყიდვების პროცესის კოორდინაცია შიდა დეპარტამენტებთან;
  • ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების, მიწოდების ვადებისა და მომწოდებლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
  • შესყიდვების პროცესის კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სამშენებლო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • შესყიდვების პროგრამებისა და სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ლოჯისტიკური პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვების უზრუნველყოფას;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: infopmi@metropol.ge

შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი,
მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
ელექტრონული შესყიდვების სისტემების დანერგვა,
გლობალური სორსინგი,
შესყიდვის შეკვეთის მენეჯმენტი,
შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია,
შესყიდვის მოლაპარაკების ტექნიკა,
მოთხოვნის პროგნოზირება და დაგეგმვა,
ბაზრის დაზვერვა და ანალიზი შესყიდვისთვის,
შესყიდვების ბიუჯეტის მართვა,
შესყიდვების რისკის მართვა,
შესყიდვების ტექნოლოგიების დანერგვა და ინტეგრაცია,
სწრაფი შესყიდვების ციკლები
ნახვები
უნიკალური ნახვები