20 ივლ - 19 აგვ
ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი
ბათუმი, რუსთაველის უბანი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 555537521
მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას 7

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ქიმია
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ქიმია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული,ინგლისური
კომპანია ელექტრონ დე აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტის პოზიციაზე.

თუ გაქვთ ქიმიის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება სატრანსფორმატორო ზეთების ლაბორატორიულ კვლევებში, გიწვევთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

ძირითადი მოვალეობები
  • სატრანსფორმატორო ზეთების ფიზიკურ-ქიმიური და დიაგნოსტიკური ანალიზების ჩატარება;
  • ზეთის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • გახსნილი აირების ანალიზის (Dissolved Gas Analysis – DGA) ჩატარება და შედეგების შეფასება;
  • ლაბორატორიული მოწყობილობების ექსპლუატაცია, კალიბრაცია და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • ანალიზების შედეგების დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და მონაცემთა არქივირება;
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების ნორმებისა და ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიტიკური ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით;
  • სატრანსფორმატორო ზეთების ლაბორატორიული ანალიზის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გამოცდილება გახსნილი აირების შემცველობის (DGA) ტესტირებასა და შედეგების ინტერპრეტაციაში;
  • თანამედროვე ლაბორატორიულ ანალიტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სტანდარტების (IEC, ASTM, ISO და სხვა შესაბამისი ნორმების) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ
  • თანამედროვე, სრულად აღჭურვილ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობას;
  • უახლესი თაობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ანალიტიკურ აპარატურასთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV და შესაბამისი დოკუმენტაცია მითითებულ ელფოსტის მისამართზე: elektronde1965@gmail.com - Tel: 555537521
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ:
„ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი“
მეცნიერება / განათლება
ქიმია
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები