დღეს - 26 აგვ
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ბათუმი, ჭავჭავაძის 60

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები პირადი ჰიგიენის პროდუქცია - FMCG, საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული მობილური პაკეტი,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,საწვავის ხარჯების ანაზღაურება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები პირადი ჰიგიენის პროდუქცია - FMCG, საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
  • საკუთარი ტრანსპორტი:კი (მსუბუქი ავტომობილი)
კომპანია BBS / შპს ბიკო არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ ვწარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის Puratos) და ვაწარმოებთ იმპორტს.

ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას.

ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება.

რას აკეთებთ:
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე;
  • კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა);
  • პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად);
  • პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
  • ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები);
  • მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).

ვის ვეძებთ:
  • გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა);
  • მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან;
  • სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი;
  • საკუთარი ტრანსპორტი;
  • საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად).

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე);
  • პროფესიული ტრენინგი და სწავლება Puratos-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან;
  • კორპორატიული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია;
  • განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ;
  • გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.

CV გამოაგზავნეთ მისამართზე hr@grassbatumi.ge

წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: კონდიტერი — [სახელი გვარი]
წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები