ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, B2B /კორპორატიული გაყიდვები, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
დაწესებულებების მომსახურება, ადამიანური რესურსები, პერსონალის დაკომპლექტება და რეკრუტირება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
Megaline Shopping Center ეძებს სტრატეგიულ პარტნიორს კომერციული ფართების გაქირავების მიმართულებით.
Megaline არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია აერთიანებს სახლის მოწყობის, ავეჯის, სარემონტო მასალების, ინტერიერისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებებს.
ამ ეტაპზე ვეძებთ არა შტატურ თანამშრომელს, არამედ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძლიერი საქმიანი კავშირები და შეუძლია ახალი მოიჯარეების მოზიდვა ჩვენი სავაჭრო ცენტრისთვის.
თანამშრომლობის პირობები:
- თავისუფალი გრაფიკი
- ოფისში ყოფნის ვალდებულების გარეშე
- ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით
- ყოველი წარმატებით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში — პირველი თვის საიჯარო გადასახადის 100%-ის ოდენობის საკომისიო
განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობა პროფესიონალებთან, რომლებსაც აქვთ კონტაქტები შემდეგ სფეროებში:
- ავეჯი
- ინტერიერი და დიზაინი
- სამშენებლო და სარემონტო მასალები
- კერამიკა და სანტექნიკა
- საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- სახლისა და ბაღის მოწყობა
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება, პროფესიული რეპუტაცია და კონტაქტები დაგვეხმარება ძლიერი ბრენდებისა და მოიჯარეების მოზიდვაში, მოხარული ვიქნებით თანამშრომლობის განხილვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge