დღეს - 03 სექ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ამგროვებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით, საქონლის ზუსტი სახეობების და რაოდენობების შესაბამისად, პროდუქციის შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
  • სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
  • სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შესაბამის ადგილას ან ხელმძღვანელის მიერ მითითებულ ადგილას განთავსება;
  • აგროვებული საქონლის პოლიეთილენის პარკით შეფუთვა და მისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსება სტანდარტის/ინსტრუქციის გათვალისწინებით, დაზიანების/დანაკარგის გარეშე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება (სავალდებულო);
  • ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)

უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:
  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
  • შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
სხვა მითითებები - ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები