დღეს - 03 სექ
სტანდარტი
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 1200(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი გაყიდვებიმომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წელს დაარსდა და აერთიანებს ისეთ წარმატებულ ბრენდებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion და სხვა. ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი
ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი. ეს ნიშნავს ზრუნვას
ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.
ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა
ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში შემავალი კომპანიებისთვის (NAMI 8, Aromaco) ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი მთავარი
ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი. ეს ნიშნავს ზრუნვას
ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.
ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა
ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში შემავალი კომპანიებისთვის (NAMI 8, Aromaco) ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრს, ვისთვისაც მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და პრობლემების სწრაფი მოგვარებაა. თუ გიყვარს ხალხთან ურთიერთობა და გუნდური მუშაობა, ეს პოზიცია შენთვისაა.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- შემომავალ ზარებზე მომხმარებლის სრული მხარდაჭერა, ზარების მიღება, უკუკავშირი და სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- სოციალურ ქსელებში დაინტერესებული მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კომენტარების მართვა;
- იქომერსის (E-commerce) მიმართულებით მომხმარებლის მხარდაჭერა;
- შემოსულ ელ-წერილებზე ეფექტური და დროული უკუკავშირის დაბრუნება;
- მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.
რას ველოდებით თქვენგან?
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიან გამოცდილებას;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- სპეციალურ ფასდაკლებას TSUR GROUP-ის ყველა ბრენდის პროდუქტებზე (Aromaco, Nami8 და სხვა).
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. #13
- სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი (8-საათიანი სამუშაო განრიგი, დილისა და საღამოს ცვლები)
- ანაზღაურება: 1000 ლარი, 3 თვის შემდგომ — 1200 ლარი + ბონუსი
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gbOMTxie
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
