დღეს - 04 სექ
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ინგლისური
გამარჯობა ძვირფასო კანდიდატო, ეს ტექსტი HR-ს არ დაუწერია.
მე ვიქტორია ვარ Sakura Properties-ის დამფუძნებელი და ამ ვაკანსიის აღწერას მე ვწერ.
იმიტომ რომ მჯერა რომ კომპანიის ხელმძღვანელის დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ პირდაპირ განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პოზიციის შესახებ ჩემზე უკეთ ვერავინ მოგიყვებათ.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ არ ვართ უბრალოდ უძრავი ქონების სააგენტო, არც სამაკლერო ვართ.
ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, მაღალი მომსახურების მქონე, სისტემურ კომპანიას, სადაც ადამიანები პროფესიონალებად იზრდებიან, სწავლობენ და მაღალ შედეგებს აღწევენ (რეალური მუშაობით და არა 20 თეთრიანი განცხადებების დაკოპირებით, რაც დღეს სააგენტოებში ძირითადად ხდება).
დღეს ჩვენს გუნდში 10 თანამშრომელია.
მომდევნო პერიოდში ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას 20 ადამიანამდე და ამიტომ ვეძებთ ახალ აგენტებს.
რა გვამოძრავებს?
ჩვენი კომპანია ეხმარება გამყიდველებს და მყიდველებს თავისტკივილის გარეშე მოაგვარონ უძრავი ქონების გაყიდვისა თუ ყიდვის საკითხები.

ჩვენ:
  • მივდივართ ადგილზე და ვნახულობთ ყველა ქონებას, რომელსაც ვყიდით;
  • ვაკეთებთ ამ ქონების ბაზრის ანალიზს და სწორი ღირებულებით გამოგვაქვს ბაზარზე;
  • ვნერგავთ თანამედროვე გაყიდვების და ვიდეო-მარკეტინგის ინსტრუმენტებს;
  • ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ცხოვრებას, რადგან ყველაფერ სხვას მათთვის ჩვენ ვაგვარებთ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში უძრავი ქონების გამყიდველებიდან 90%-მა, რომელმაც მოგვმართა მიიღო სწრაფი შედეგი.
ჩვენი დიდი მიზანია — შევცვალოთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი რეალურად კარგი მომსახურებით და ამით იყოს კმაყოფილი როგორც გამყიდველი/მყიდველი, ასევე აგენტი, რომლის ცხოვრების ხარისხიც უკეთესი უნდა გახდეს ჩვენთან მუშაობის შედეგად. ეს არის 2 რამ რაც მამოძრავებს.
ამ მიზნის მისაღწევად კი 10 ახალი გაყიდვების აგენტის აყვანა გვჭირდება, რასაც უახლოესი 1 წლის განმავლობაში ვგეგმავთ.

რატომ არის ვაკანსია გახსნილი?
  • ჩვენ შევქმენით ძლიერი მარკეტინგული სისტემა, რომელიც ყოველდღიურად 50-დან 150 ახალ ლიდს(მომხმარებელს) გამოიმუშავებს ვიდეო-კონტენტით.
  • ეს უკვე დაინტერესებული კლიენტები არიან, რომლებსაც ჩვენი სერვისი სჭირდებათ.
  • ბაზარზე არსებული ვითარების გამო ჩვენი მომსახურება დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია და კომპანია აქტიურად იზრდება.

ვის ვეძებთ?
  • ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც ისეთივე პასუხსიმგებლობით და მონდომებით მიუდგება საქმეს, როგორც თითოეული ჩვენი არსებული გუნდის წევრი.
  • ჩვენი კლიენტები კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას სწორედ გაყიდვების მენეჯერებისგან იღებენ, ამიტომ გუნდში მხოლოდ ძლიერი პროფესიონალების მიღება გვინდა.
  • შერჩევის პროცესი საკმაოდ სერიოზული იქნება, თუმცა ამის სანაცვლოდ თქვენ იღებთ უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო პირობებს.

რას გთავაზობთ?
  • დეტალური სწავლება (ვიდეო და ფიზიკური ტრენინგები, ასევე მენტორშიპი);
  • ოფიციალური დასაქმება, ჩვენთან შემოსავალი ოფიციალურად ირიცხება და თქვენც ოფიციალურად მიიღებთ თქვენს ანაზღაურებას;
  • მინიმალური ფიქსირებული ხელფასი (ამ სფეროში ხელფასი არ ასებობს, თუმცა რადგან ბევრი ადამიანი ვერ რისკავს ამ სფეროში გადმოსვლას, მინიმუმით ვეხმარებით ამ ნაბიჯის გადადგმაში);
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა — ჩვენი გუნდის ნახევარი დაწინაურებული თანამშრომლები არიან, ჩვენ ვაფასებთ ერთგულებას და შრომისმოყვარეობას;
  • საუკეთესო შედეგების აღსანიშნავად კომპანია თანამშრომლებს კორპორატიულ საჩუქრებს სთავაზობს (მოგზაურობა, Iphone, Macbook და სხვა);
  • ერთიანი გუნდი, რომლებიც ადაპტაციაში მაქსიმალურად გეხმარება;
  • დეტალურად გაწერილი პროცესები, სტანდარტები და სამუშაო რეგლამენტები;
  • თანამედროვე CRM სისტემა, რომელიც მუშაობის პროცესებს ბევრად გაგიმარტივებს;
  • თანამშრომლების გარე ტრენინგების თანადაფინანსება;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–19:00 (7 საათიანი სამუშაო გრაფიკი 8-ის ნაცვლად);
  • მუდმივი სწავლება კომპანიის მფლობელისა და პარტნიორებისგან;
  • დაზღვევის თანადაფინანსება (ამ სფეროში კომპანიებს ზოგადად არ აქვთ დაზღვევა);
  • თიმ-ბილდინგები, რომლებიც აერთიანებს და აახლოებს გუნდს;
  • სერვისი, რომლის გაყიდვაც ნამდვილად გვეამაყება;
  • ახალგაზრდა გუნდი ;
  • ყოველდღიური ურთიერთობა ბიზნესის მფლობელებთან და საინტერესო ადამიანებთან.

თუ აქამდე წაიკითხე...
და მიხვდი, რომ სწორედ ჩვენს გუნდში გსურს მუშაობა,
გამოეხმაურე ვაკანსიას და შეავსე პატარა აპლიკაცია ამ ბმულზე:
ასე მივხვდებით, რომ ყურადღებიანი, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი პროფესიონალი ხარ
შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ ბმულის მეშვეობით:https://docs.google.com/forms/d/1O_JIxROioLRHicQpDpNQkvW4Oluph974rJefyziJIa8/edit

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები