წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
www.sangu.edu.geქართული უნივერსიტეტი – ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული განათლება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებისა და ეკლესიის ურთიერთობას. სწორედ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, შექმნილიყო უმაღლესი განათლების ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების ტრადიციებსა და მემკვიდრეობას და ამავე დროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ასე დაფუძნდა ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზეა დამკვიდრებული, სულიერებისა და თავისთავადობის გაფრთხილებასა და მომავლის მეცნიერების აღზრდას ემსახურება.
ქართულ უნივერსიტეტს 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველი დოქტორანტები ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მიიღო. 2010 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის კარი უკვე ღია იყო ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის სხვადასხვა სპეციალობაზე.
ქართული უნივერსიტეტი ახლად დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. უნივერსიტეტი საუკეთესო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. აქ თანამედროვე აუდიტორიები და უმაღლესი დონის ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კაბინეტებია. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა; უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი.
მართალია, ქართული უნივერსიტეტი ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მიერაა დაარსებული. როგორც ცხოვრებით დაღლილ თითოეულ ადამიანს პატრიარქთან შეხვედრა დაავიწყებს ყველაფერს, ასევე თითოეული სტუდენტი აქ გრძნობს დიდ სითბოსა და სიყვარულს. ჩვენთან არ არსებობს ბიუროკრატიული შეზღუდვები, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია რექტორთან შეხვედრა და საკუთარი აზრის გამოთქმა. ქართული უნივერსიტეტისთვის უმთავრესია სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური ცოდნის მიცემა სტუდენტებისთვის და მათი ეროვნულ ფესვებთან სიახლოვე”.
ქართული უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები არიან ამა თუ იმ დარგში ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები – როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ამასთან, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, ლექციებს ასევე კითხულობენ წამყვანი უცხოელი სპეციალისტები.
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის სწავლება შეხამებულია დროის ოპტიმალურ ხარჯვასთან. ძველი ბიუროკრატიული სალექციო სისტემის ნაცვლად დანერგილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები, და სალექციო კურსი სრულიად მოდერნიზებულია. ჩვენ ორიენტირებული ვართ არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე. განსაკუთრებული ყურა-დღება ექცევა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირს. დოქტორანტებისთვის დანერგილია ინტერნეტ-დისტანციური სწავლების მეთოდი. ეს კურსი საინტერესოდ არის აწყობილი და სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბრიტანეთში ვიზიტის დროს თან ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც ახლდა. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და სამეფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ამ სასწავლებლების პროფესორები ჩამოვლენ თბილისში და ლექციებს წაიკითხავენ. ასევე მოეწყობა სტუდენტთა გავცლითი პროგრამები და ქართული უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები ბრიტანეთში გააგრძელებენ სწავლას.
დღეს უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები ჩართულნი არიან მაღალი რანგის მეცნიერულ კვლევებში, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ სამეცნიერო ცენტრებთან ერთად მიმდინარეობს. საერთაშორისო კვლევითი პროექტები იგეგმება სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.
უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას. ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები სტუდენტებისთვის, ტარდება კონფერენციები და კონკურსები; ეწყობა სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე ქვეყნის გარეთ. უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში ქართულ დიასპორებთან ურთიერთობა.
ქართული უნივერსიტეტი – ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული განათლება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებისა და ეკლესიის ურთიერთობას. სწორედ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, შექმნილიყო უმაღლესი განათლების ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების ტრადიციებსა და მემკვიდრეობას და ამავე დროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ასე დაფუძნდა ქართუ...