11 ივნ - 11 ივლ
სტანდარტი
HR მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს შერჩევას „HR მენეჯერი“ -ს პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით
გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • პერსონალის შერჩევა/დაქირავების სრული ციკლის ორგანიზება და მართვა;
  • შემოსული კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა და შესაბამისი ინფორმაციის ექსელში აღრიცხვა;
  • ხელფასის გადარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • თანამშრომელთა გათავისუფლების, შვებულებების, ბიულეტინების და სხვა ტიპის გაცდენების პროგრამული ასახვა და დაარქივება;
  • ახალი მიღებული და არსებული თანამშრომლებისათვის ხარისხიანი და დროული ტრენინგების ჩატარების უზრუნველოფა;
  • თანამშრომელთა სამსახურებრივი ცნობების გამზადება-გაცემა;
  • შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება/მოწესრიგება;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში;
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • აუცილებელია HR მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია შრომის კოდექსის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „HR მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 844
უნიკალური ნახვები 819