20 ივნ - 20 ივლ
სტანდარტი
HR მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • 1700
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ლაზერული ეპილაციის სტუდია Kaiser Epilation აცხადებს ვაკანსიიას : HR - მენეჯერი

მოვალეობები:
  • კანდიდატების ძებნა კომპანიის სხვადასხვა პოზიციებისთვის, გასაუბრების ჩატარება, შესაბამისი კანდიდატების შერჩევა;
  • კანდიდატების და თანამშრომლების მონაცემთა ბაზის წარმოება და ანგარიშგება;
  • თანამშრომლების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
  • თანამშრომლების სერთიფიცირება, მათი მუშაობის შეფასება;
  • შერჩევის საკითხებსა და პერსონალის მუშაობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა;
  • თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, ასევე კომპანიის წესების დაცვა;
  • თანამშრომლების აყვანის და გათავისუფლების სრული ციკლის ჩატარება. ვაკანსიების შედგენა, ძებნა, ინტერვიუს ჩატარება და დოკუმენტირება, სპეციალობაში ჩართვა, სწავლება, კონტროლი, გათავისუფლება;
  • თანამშრომლებისთვის ინსტრუქციების შედგენა;
  • საშტატო აღრიცხვის, შვებულების გრაფიკის წარმოება;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება.

მოთხოვნები:
  • პერსონალის აყვანის და მართვის უნარები: კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის და აყვანის გამოცდილება, მათი სპეციალობებში გადანაწილება და მოვალეობების შერულების კონტროლი
  • ქართული ენა C2 დონე
  • რუსული ენა - B2-დან
  • კომპიუტერის ცოდნის მაღალი დონე;
  • საკომუნიკაციო უნარები: ურთიერთობის და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი, ასევე დისტანციურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
  • პასუხისმგებლობა: საკუთარი დროის ეფექტური მართვა და დავალებების შესრულება სამუშაო გრაფიკთან შესაბამისობაში.

პირობები:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა კომპანიის ფარგლებში;
  • მუშაობის მოსახერხებელი გრაფიკი, კომფორტულ ოფისში, მეტრო დელისთან ახლოს (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 სთ-მდე);
  • ხელფასი - 1700 ლარიდან თვეში. საბოლოო თანხა განისაზღვრება გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე;
  • შრომის დროული ანაზღაურება თვეში ორჯერ, პრემიები და ბონუსები;
  • ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: kaiserepilation@gmail.com; Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 703
უნიკალური ნახვები 662