17 ივნ - 02 ივლ
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2394
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სამუშაო პოზიციის დასახელება: საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.

კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 2394 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი ინგლისურენოვანი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა/ანალიზი;
  • საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი საერთაშორისო სამართლის ჭრილში;
  • დეპარტამენტში შემოსული წერილების/განცხადებების პასუხის მომზადება;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება.

საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები - https://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/Overview.aspx;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები - https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=basictexts&c;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი -https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=caselaw/analysis&c;
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდება (რომის სტატუტი) - https://www.icc-cpi.int/sites/default/files/RS-Eng.pdf;
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება - https://matsne.gov.ge/ka/document/view/2177616.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემების ანალიზი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა.

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
  • საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
  • სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ინგლისურ ენაზე), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 51%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით.

საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 46
მსგავსი განცხადებები
ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი
კასპი, ხაშური, გორი
ბაღდათი, ქუთაისი, საჩხერე
დმანისი, გარდაბანი, მარნეული