19 ივნ - 19 ივლ
სუ შეფი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო "ყვარლის ტბა" ეძებს გუნდის ახალ წევრს სუ შეფის პოზიციაზე.

პოზიციის შესაბამისი მოვალეობები:
  • სამზარეულოში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კონტროლი, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ყოველი მათგანი სწორად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს;
  • საჭიროების შემთხვევაში შეფ-მზარეულის ჩანაცვლება;
  • სამზარეულოდან გატანამდე თითოეული კერძის შემოწმება როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის, ტემპერატურისა და პრეზენტაბელურობის თვალსაზრისით;
  • რესტორანსა და სამზარეულოს შორის არსებული კომუნიკაციის კონტროლი;
  • ჰიგიენისა და სისუფთავის ყველა სტანდარტის დაცვა;
  • სამზარეულოს მარაგის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი;
  • აღწერის ორგანიზება, ჩამოწერების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სუ შეფის პოზიციაზე;
  • სამზარეულოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;
  • საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა.

უნარ - ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 58
უნიკალური ნახვები 53