შემდეგი
27 ივნ - 26 ივლ
სტანდარტი
ესთეტიკის ცენტრის ადმინისტრატორი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
- სრული განაკვეთი
- 1400
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: kaiserepilation@gmail.com
Kaiser Epilation აცხადებს ვაკანსიას : ესთეტიკის ცენტრის ადმინისტრატორი
მოვალეობები:
- გაყიდვების განყოფილების ოპერატორების მუშაობის კონტროლი, მიმოწერების და ზარების შემოწმება;
- საწყობის და სახარჯო მასალების შეკვეთის გაფორმების კონტროლი;
- სალაროს კონტროლი და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
- თანამშრომლების, მომხმარებლების, აღჭურვილობის ბაზის წარმოება;
- ხელმძღვანელის მცირე დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- მენეჯერად/მდივნად/ხელმძღვანელის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება;
- ხართ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და დამოუკიდებელი;
- MC Excel-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (საბაზისო ფორმულების დონეზე), Word და CRM-სისტემები (სასურველია);
- გამართულად საუბრობთ ქართულ ენაზე, იცით რუსული მინიმუმ B2 დონეზე, სასურველია ინგლისური ენა;
- შეგიძლიათ მუშაობა მულტითასქინგის რეჟიმში, ანუ შეასრულოთ რამდენიმე დავალება ერთდროულად (ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ვაკანსიისთვის).
პირობები:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა კომპანიის ფარგლებში;
- მუშაობის მოსახერხებელი გრაფიკი, კომფორტულ ოფისში, მეტრო დელისთან ახლოს (კვირაში 5 დღე, 10-დან 19 სთ-მდე);
- ხელფასი თვეში 1400 ლარიდან. საბოლოო თანხა განისაზღვრება გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე;
- შრომის დროული ანაზღაურება თვეში ორჯერ, პრემიები და ბონუსები;
- მეგობრული გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: kaiserepilation@gmail.com; Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 170
უნიკალური ნახვები 165