28 ივნ - 05 ივლ
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2660
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი


თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
თანამდებობრივი სარგო: 2660 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისების, წოდების მინიჭებისა და სხვა სახის საკადრო ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/ცვლილებების პროექტების, განმარტებითი ბარათების, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახის ბრძანების პროექტების მომზადება;
  • სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგისა და პირადი საქმეების წარმოება;
  • იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების კოორდინაცია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისა და სხვა მიმდინარე ამოცანების კუთხით;
  • პერსონალის შერჩევის პროცესში ჩართულობა;
  • HR ანალიტიკის წარმოებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხების კოორდინაცია;
  • ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
  • სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების/რეესტრების წარმოება;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება, დავალების შესაბამისად.

საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 23 მაისის №246 დადგენილება;
  • „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის № 201 დადგენილება;
  • „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, იურიდიული, საჯარო მმართველობის, ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მათ შორის, ადმინისტრაციული მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
  • საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;
  • სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა სტაჟირება ანაზღაურებადი.

აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ წერით დავალებას (არავერბალური ინტელექტის ტესტს და პროფესიულ დავალებას - ტესტირებას), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება (თითოეული ნაწილის) მაქსიმალური ქულის 61%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით.
საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 25
მსგავსი განცხადებები
ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი
კასპი, ხაშური, გორი
ბაღდათი, ქუთაისი, საჩხერე
დმანისი, გარდაბანი, მარნეული