02 ივლ - 17 ივლ
ფსიქოლოგი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • რუსული,აზერბაიჯანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის თანამდებობაზე


თანამდებობა:შინმოვლის პროექტის ფსიქოლოგი ქ. ბათუმში

პროგრამა/პროექტი:დასავლეთ საქართველოს პროგრამა

დასაქმების ტიპი:ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი:სრული განაკვეთი

ვაკანსია ღიაა:ყველა დაინტერესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:ბათუმი, მეტაქსას 10


სამუშაო მიზანი:

პროგრამის ფსოქოლოგი პასუხისმგებელია პროექტით გათვალისწინებული მოვალეობების ეფექტურ და დროულ შესრულებაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • დაეხმაროს პროექტის მენეჯერსა და კოორდინატორს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში;
  • კოორდინატორთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციართან ინდივიდუალური მუშაობის გეგმის შედგენაში;
  • განახორციელოს ბენეფიციარების ინდივიდუალური ფსიქოთერაპია;
  • განახორციელოს ბენეფიციარების დაკვირვება, ტესტირება, შეფასება, შესაბამისი რეაგირება და აწარმოოს ჩანაწერები;
  • მოამზადოს ყოველთვიური ზეპირი და წერილობითი ანგარიში ბენეფიციარების მდგომარეობაზე პროგრამის მენეჯერისთვის და კოორდინატორისთვის;
  • პროექტის კოორდინატორთან ან საჭიროებისას სხვა პერსონალთან ერთად მოახდინოს აქტივობების და სხვადასხვა სახის თერაპიის დაგეგმვა და ჩატარება;
  • პროექტის სხვა პერსონალთან ერთად შეიმუშაოს, განავითაროს და გააუმჯობესოს პროექტის აქტივობები;
  • აწარმოოს ბენეფიციარების შეფასების შედეგად შეგროვებული ინფორმაციის დინამიკის ანალიზი და ზოგადი დაკვირვება;
  • საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ბენეფიციარს სოციალური ან სხვა შესაბამისი პრობლემების გადაჭრაში და ითანამშრომლოს კარიტასის სხვა პროექტებთან;
  • დაამყაროს კონტაქტი მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებთან და იყოს საქმის კურსში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ცვლილებებთან;
  • მუდმივად განავითაროს თავისი ცოდნა გერონტოლოგიის მიმართულებით;
  • მოახდინოს საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება;
  • პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს აცნობოს პოტენციური პრობლემების შესახებ და გაუწიოს რეკომენდაცია მათ გადასაჭრელად;
  • საჭიროების შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს პროგრამის თანამშრომლებს კონსულტაცია გაუწიოს ფსიქოლოგის სფეროსთან და ბენეფიციარების შემთხვევების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დიპლომი ფსიქოლოგიაში (ზრდასრულებზე ორიენტირებული ფართო პროფილის ფსიქოლოგი)
  • ზრდასრულ პირებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება
  • ცოდნა და უნარები


აუცილებელია:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
  • კომუნიკაციის კარგი უნარები
  • წერითი და ანალიტიკური უნარები;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;


სასურველია: რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები


აუცილებელია:

  • ემპათიური
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა


სასურველია:

  • ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
  • იუმორის გრძნობა


განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 02.07.2024

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:16.07.2024


ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgia;

მეცნიერება/განათლება
სპეც. განათლება
სამედიცინო
ფსიქოლოგია
ნახვები 36
უნიკალური ნახვები 34