02 ივლ - 01 აგვ
სამედიცინო შემთხვევის კოორდინატორი
თბილისი, ვარკეთილი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ევექსი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევის კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო თბილისი, ვარკეთილის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • პაციენტების ისტორიების დამუშავება, სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა;
  • სადაზღვევოებსა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტების ქეისების მართვა;
  • სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
  • დებიტორულ პაციენტთან შესაბამისი პროცესების მართვა;
  • ყოველდღიურად სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება, შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა, ხარვეზების კონტროლი და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის/საბანკო/საფინანსოსაქმე, მიმართულებით;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერობა;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://evex.ge/ka/vacancy/samedicino-shemtxvevis-koordinatori/688
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 22