03 ივლ - 15 ივლ
რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
  • ბაზების დამუშავება და სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდაჭერის მიზნით.
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადებაში დახმარება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით;
  • სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუდიტისთვის მიწოდების მიზნით;
  • ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
  • მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება). სასურველია Power Query/Power Pivot ექსელის ჩანართების გამოყენების პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება.

პიროვნული უნარები:დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს შესრულება დადგენილ ვადაში;
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • გასაუბრება
  • ტესტირება Excel-სა და ფინანსებში

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 18