03 ივლ - 15 ივლ
აქტუარი/რაოდენობრივი ანალიზის სპეციალისტი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აქტუარი/რაოდენობრივი ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე, სადაზღვევო პროდუქტების შემუშავების, პროფესიული განათლებისა და აქტუარული კვლევების განყოფილებაში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • სადაზღვევო პორტფელების მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე, აქტუარული მეთოდების გამოყენებით პროდუქტების სატარიფო სტრუქტურის შემუშავება;
  • გადაზღვევის ხელშეკრულების დადების პროცესში სათანადო ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
  • ავტომატური გადაზღვევის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების შედგენა;
  • დასმული ამოცანის გადასაჭრელად საჭირო სტატისტიკური კვლევების ჩატარება და სტატისტიკური ინსტრუმენტების შემუშავება;
  • პროგნოზირების სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა ტიპის რეზერვების საჭირო მოცულობების დადგენა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკა, ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება);
  • სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია დაზღვევის მიმართულებით ან/და საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კვლევით ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებში, მათ შორის MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენების უნარი;
  • სასურველია რომელიმე სტატისტიკური პროგრამის ან/და მონაცემთა ადმინისტრირების სისტემის (R, SPSS, Microsoft Access, SQL და ა.შ.) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის გადანაწილების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა;
  • სხარტად აზროვნების უნარი
  • ინიციატივიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიმშვიდე, გაწონასწორებულობა;
  • ახალი ცოდნის შეძენის სურვილი და უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • გასაუბრება;
  • ტესტირება.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - აქტუარი/რაოდენობრივი ანალიზის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 12