04 ივლ - 12 ივლ
ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს ღამის განმავლობაში სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე გასვლას, თბილისის მასშტაბით. მენეჯერის ასისტენტი ქალაქში გადაადგილდება კომპანიის საკუთარებაში არსებული ავტომობილით.
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 19:00 – 10:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე გასვლა;
  • დაზიანებული ავტომობილების დასურათება;
  • კლიენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მორიგე მენეჯერთან გადამისამართება;
  • მორიგე მენეჯერების ასისტირება სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების დროს.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კეთილგანწყობილი და თავაზიანი
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 11 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 22