04 ივლ - 03 აგვ
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„პალიტრა ჰოლდინგი“-ს შვილობილი კომპანია ,კრიალა’’ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვა/კონტროლი;
  • დეკლარაციების ჩაბარება;
  • ანგარიშების წარმოება;
  • ხელფასების კალკულაცია და ჩარიცხვა (დირექტორთან შეთანხმებით);
  • გადასარიცხი ოპერაციების წარმოება და კონტროლი (დირექტორთან შეთანხმებით);
  • დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების დახურვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1C, ORIS;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სამგორის რაიონი, ქიზიყის ქ. #50ბ.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო
ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 56