19 ივნ - 19 ივლ
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სააფთიაქო ქსელი „ფარმაცევტული სახლი+“ („ფარმსახლი“) 20 წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენის და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას საქართველოს მასშტაბით. „ფარმსახლი“ სააფთიაქო ქსელის გარდა, თავის ჯგუფში აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ვაკის საცურაო აუზს, საწარმოს და ექსკლუზიური ბრენდების წარმომადგენლობას.

ფარმსახლი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის #49ბ
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00 სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჯგუფის კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
  • დებიტორ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი
  • იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
  • ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კონტროლი
  • თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი
  • კანონმდებლობაში შესული ცვლილებების კონტროლი და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება
  • საგადასახადო აუდიტის და სხვა პროექტების მხარდაჭერა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (APEX/Balance/INFO)

დამატებითი უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს
  • სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მთავარი ბუღალტერი“

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ „ფარმაცევტული სახლი+ში“(„ფარმსახლში“)გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია „ფარმაცევტული სახლი+მა“ („ფარმსახლი“) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

„ფარმაცევტული სახლი+“ („ფარმსახლი“) შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 124
უნიკალური ნახვები 121
მსგავსი განცხადებები
თბილისი
სამშენებლო კომპანია