02 ივლ - 14 ივლ
სტარტი
მთავარი ბუღალტერი
თბილისი, სამგორი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „GeoPaper“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება;
  • საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა;
  • მომწოდებელ და დებიტორ კომპანიებთან დაკავშირებული ბუღალტრული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • ინფორმაციის დამუშავება დეკლარირებისათვის და დეკლარაციების მომზადება;
  • რეპორტინგი - სტატისტიკის სამსახურის, ასევე ჰოლდინგის საფინანსო განყოფილების და დირექტორისთვის;
  • საქონლის მარაგების, ძირითადი საშუალებების მიღება, ჩამოწერა, მოძრაობის კონტროლი;
  • ხელფასების აღრიცხვა;
  • სხვადასხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებებიდან და უშუალო ხელმძღვანელის მითითებებიდან გამომდინარე;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • MS Office ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge
ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას

„რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 266
უნიკალური ნახვები 239