05 ივლ - 04 აგვ
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „კონტაქტ ჰოუმ“-ის გუნდში ვეძებთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს.

,,კონტაქტ ჰოუმი’’ არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი : თბილისი,საბურთლო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;

ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
  • მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში , ბიუჯეტირებასა და კალენდრის შედგენაში მონაწილეობის მიღება და მართვა;
  • Facebook ad-ის, Google ads-ის და სხვა სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით სარეკლამო აქტივობების განხორციელება და მათ ოპტიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი Google analytics-ის და სხვა ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით;
  • მარკეტინგულ მონაცემთა ანალიტიკა კამპანიების მოთხოვნების მიხედვით;
  • ბაზრის კვლევა არსებული შესაძლებლობებით და პროგრამული უზრუნველყოფით;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს,რომელსაც აქვს:
  • უმაღლესი განათლება ;
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა;
  • SEO ოპტიმიზაციის უნარები და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • META Ads Manager, Google Ads, Google Analytics ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
  • გრაფიკი: სრული, ორშაბათდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი და კვირა დასვენება;
  • სამუშაო საათები : 10:00 – 19:00, ერთი საათი შესვენება;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით ;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; ( ინდივიდუალური და საოჯახო)
  • Fitpass;
  • წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
  • კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ციფრული მარკეტინგის მენეჯერი”).
გისურვებთ წარმატებას!
*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 126
უნიკალური ნახვები 120