21 აგვ - 19 სექ
დიასახლისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ცემი
  • სრული განაკვეთი
  • 700
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 571 21 50 51
მთის კურორტი “განთიადიცემში (ბორჯომის რ-ნი) აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე:

ორგანიზაციის შესახებ:
მთის კურორტი განთიადი“ მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • საინტერესო თავგადასავალს მასპინძლობის სფეროში;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ ანაზღაურებას
  • კვებას
  • ტრანსპორტირებას (ბორჯომიდან),
  • სწავლება-ტრეინინგებს და განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს ოთახებისა და საერთო სივრცეების დასუფთავება სასტუმროში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ოთახის ჰიგიენური საშუალებებით და სხვა წინასწარ განსაზღვრული პროდუქციით მომარაგება;
  • უშუალო ზემდგომის მითითებების გათვალისწინება სამუშაო პროცესში;
  • სტუმრის გასვლისას ოთახის შემოწმება და დაზიანებული ინვენტარის აღმოჩენა;
  • სტუმრის მომსახურება მისი მოთხოვნის შესაბამისად სამუშო აღწერილობის ფარგლებში;
  • კომპანიის მიერ დანერგილი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები :
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, ორიენტირებული დეტალებზე;
  • უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშობის კარგი უნარები.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება

სამუშო გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე იქნება განხილული ინდივიდუალურად.
გამოსაცდელი ვადა 3 თვე. ანაზღაურება 700 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kbeletskaia@gmail.com და დასახელებაში (SUBJECT) მიუთითეთ კონკრეტული პოზიციის დასახელება.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 571 21 50 51
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 58
უნიკალური ნახვები 60