22 აგვ - 20 სექ
დასუფთავების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო Puris Moedani Hotel Tbilisi სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის Marco Polo Group Hospitality-ს წევრია.
Puris Moedani Hotel Tbilisi აცხადებს დასუფთავების თანამშრომლის ვაკანსიას.

დაქვემდებარება: დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველთან
სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროს ოთახების დასუფთავება კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ინვენტართან დაკავშირებული ინსტრუქციების შესაბამისად
  • სასტუმროს სტანდარტებით ხელმძღვანელობა მუშაობის პროცესში, მათ შორის დასუფთავების წესების გათვალისწინება ოთახების ინტერიერის კუთხით: ავეჯისა და იატაკის, თეთრეულის, სააბაზანოს და სხვა სივრცეების დასუფთავების წესები
  • დეპარტამენტის საოპერაციო პროცედურების (მათ შორის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგულაციების) ზედმიწევნითი დაცვა
  • დეპარტამენტის სამუშაო პროცესების კუთხით გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები და უნარები:
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: marir@marcopolo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 46