23 აგვ - 21 სექ
ქცევითი თერაპევტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქცევითი თერაპევტი

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი
გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 22 აგვისტო
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 სექტემბერი

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მედიცინა, პედაგოგიკა);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • კეთილსინდისიერება;
  • სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) პრაქტიკული ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

P.S. სასურველია კანდიდატს ქონდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის - ABA ცოდნა, დამატებით ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო თეორიული და პრაქტიკული კურსის დაფინანსებას;

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) და ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში) ასლები ელექტრონულ მისამართზე Contact.head.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 22 აგვისტოდან 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. ზუგდიდი, გორკის ქ. #46
ტელ: 551 49 83 49;
საკონტაქტო პირი: თეა ლაგვილავა
ელ–ფოსტა: Contact.head.ge@gmail.com

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 93
უნიკალური ნახვები 93