27 აგვ - 25 სექ
თანამშრომელი საკონდიტრო წარმოებაში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის, მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია "სანდომს" ესაჭიროება თანამშრომლები საკონდიტრო წარმოებაში.

პირობები:
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
  • განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
  • ხელფასი: გამომუშავებით, 1500 ლარიდან, სამუშაო პოზიციის, ნამუშევარი დღეების და დატვირთვის გათვალისწინებით.
  • დასვენება: კვირა.

მოთხოვნები:
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი მოვალეობები:
  • გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
  • სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით.
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება
  • დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 134
უნიკალური ნახვები 135