09 სექ - 08 ოქტ
სტაჟიორი IT დეპარტამენტში
თბილისი
  • სტაჟირება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“პალიტრა ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის (IT დეპარტამენტში) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპიუტერის მუშაობაში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება (მათ შორის ინტერნეტ რესურსის დახმარებით);
  • კომპიუტერის ( ნოუთბუქის) შემადგენელი კომპონენტების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სასურველია კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 09:30 – 18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქუჩა #49.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ნახვები 95
უნიკალური ნახვები 91