12 სექ - დღეს
ეჯაილ ქოუჩი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ეჯაილ ქოუჩის პოზიციაზე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის #56
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის მასშტაბით ეჯაილ კულტურის გაუმჯობესება;
  • პროდუქტის მფლობელების და გუნდის წევრების მხარდაჭერა სქრამ პროცესებში;
  • მხარდაჭერა გუნდის ეფექტიანობის ზრდის პროცესში;
  • გუნდის წევრების ქოუჩინგი ეჯაილი სტრუქტურაში;
  • გუნდების დახმარება სამუშაო პროცესის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და მათ გადაჭრაში;
  • სკრამ ცერემონიების ფასილიტაცია;
  • სკრამ პროცესების გაუმჯობესება;
  • უკუკავშირის პროცესის გაუმჯობესება გუნდებში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • 2 წლიანი გამოცდილება სკრამ მასტერის/ეჯაილ ქოუჩის პოზიციაზე;
  • აუცილებელია, სკრამ ფრეიმვორკის პრინციპების და პრაქტიკის სრულყოფილი ცოდნა;
  • ეჯაილ პროექტების მართვის ხელსაწყოების ცოდნა (Jira, Confluence);
  • ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება (მათ შორის ქოუჩინგის ინსტრუმენტის გამოყენება)
  • აუცილებელია, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია, ეჯაილ მეთოდოლოგიის სერთიფიკატები, როგორცაა - Certified Scrum Master (CMS) ან Professional Scrum Master (PSM).

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • შემოქმედებითობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ეჯაილ ქოუჩი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 55
უნიკალური ნახვები 55